Wednesday, June 17, 2020

RoboTechnic

მოგესალმებით!

21-ე საუკუნეში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის როლი ადამიანის ცხოვრებაში უფრო და უფრო იზრდება, ამ თემაზე ბლოგის შექმნა წარმოადგენს მცდელობას, გავუზიაროთ ჩვენთვის არსებული შესაძლებლობები საზოგადოების უფრო ფართო მასებს, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ განვითარების სწრაფი ტემპისთვის ფეხის აწყობა.

ჩვენთვის არსებული შესაძლებლობები გულისხმობს იმას, რომ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი არის ერთადერთი სასწავლებელი ამიერკავკასიაში, სადაც რობოტექნიკა ისწავლება, როგორც სავალდებული საგანი. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით (და არამარტო) ეს ბლოგი უკონკურენტოა. ლიცეუმში ყველა კადეტი აღჭურვილია ელექტრული კომპონტების ნაკრებით(ელენკოები, ჰუმანოიდები, დრონები და ა.შ), ანუ აქვთ ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო რესურსი.






გარდა საგაკვეთილო პროცესისა,
დაინტერესებული კადეტები
ერთიანდებიან "რობოტექნიკის კლუბში", სადაც ისინი მუშაობენ მათ მიერ შემუშავებულ სხვადახვა პროექტზე და მონაწილეობას იღებენ რესპუბლიკურ,
თუ საერთაშორისო კონკურსებში.



(ვიდეო გადაღებულია 2018 წელს)
ბლოგის სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდია მოლოდინები. კადეტები გამოთქვამენ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ რეკომენდაციები, ამიტომ თუ რაიმეს დამატება გსურთ, ან გაქვთ რაიმე გამოცდილება, რომლის გაზიარებაც გინდათ, დაწერეთ კომენტერებში.

პედაგოგები: თემურ სახელშვილი და გიორგი ჩაჩუა.

მასალას ნახავთ მარჯვნივ, ჩამონათვალში.

გისურვებთ წარმატებებს!

No comments:

Post a Comment